გათავდა ცრემლების თოვა, ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს. და თეთრი ქალწული - გლოვა ეცემა სისხლიან მინას.
და ირგვლივ სამარეს უვლის ფარული სურვილის ლანდი. და ჩემი მწუხარე სული მსგავსია დათოვლილ სანთლის.
ეს მხარე ღამდება, რადგან ცისფერი იმედი მიდის. როგორი სიჩუმე დადგა, ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!..
მე წავალ სხვანაირ სახით, ჩემს წასვლას დიდება მისდევს. დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს, დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.Teksty umieszczone na naszej stronie są własnością wytwórni, wykonawców, osób mających do nich prawa.